„ქართული ოცნებიდან“ ოფიციალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე დღეს „ქართული ოცნების“ გასვლით სხდომას ესწრებოდა, რომელიც კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა.
დიმიტრი ხუნდაძის ფოტო „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს.
შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა დღეს „ქართული ოცნება“ ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მათ მოგვიანებით გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.
მას შემდეგ ჯერ სამეული, მოგვიანებით კი უკვე ოთხეული, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დაირქვეს, რეგულარულად ავრცელებენ წერილებს.