ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

12-02-2022, 15:27 - 2022
1 365
       

ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესსა და ევროპარლამენტს მიმართავენ. 

ექიმები მოუწოდებენ მათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაადგინონ.

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა და მიმართონ მას რომ პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, გაირკვეს მისი დიაგნოზი და ჩაუტარდეს მკურნალობა“, - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა, გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი ამერიკის ან ევროპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანოს, რათა მას მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი დროულად უნდა იქნა გადაყვანილი ევროპის ან ამერიკის განვითარებული ქვეყნების იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდება მისი სრულფასოვანი მკურნალობაც და რეაბილიტაციაც“, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები