საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

12-02-2022, 14:24 - 2022
862
       

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საელჩო და გენერალური საკონსულო უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
 
სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. 
 
„საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. 
 
უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღლი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 
 
ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. 
 
როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ საინისტროში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები