ქალაქ ფოთის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა გვასალია გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის Facebook გვერდზე ვრცელდება.
„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.
მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი.
მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება“, - წერს პარტია.