პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს დივერსია უწოდა.
მან თქვა, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანების დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.
არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ვიცით რა, სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.