კობახიძემ არჩევნების გაყალბება არასამთვრობო ორგანიზაციებს დააბრალა

კობახიძემ არჩევნების გაყალბება არასამთვრობო ორგანიზაციებს დააბრალა

23-08-2022, 13:31 - 2022
658
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

„ვინც PVT-ს გამყალბებელ და პოლიტიკური მოთხოვნების გამხმოვანებელ „ენჯეოს“ სოლიდარობას უცხადებს, მისი ადგილი სამუშაო პროცესში, ბუნებრივია, არ არის. 

აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იფილტრება ის სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარშემო. 

ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები