ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კამერებთან პირველად გამოჩნდა.
მან სოსო გოგაშვილის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.
„აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ. მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტით არავის დავემუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი.
გული მწყდება მასზე. მე დავაწინაურე, თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ახლობელი და თურმე 3 წელი კომპრომანტებს აგროვებდა ჩემზე. ის არაერთხელ დამიცვია გუნდისგან, რომ არ გაეთავისუფლებინათ.
რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, არაფერს წარმოადგენდა და ჩემით მიაღწია ყველაფერს. მისმა მოქმედებებმა სადამდე მიიყვანა ის, კი ხედავთ.
გოგაშვილი არ ყოფილა პანკისში. არ გაცემულა ასეთი ბრძანება, სპეცრაზმს მე ვხელმძღვანელობდი კი, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური“, - ამბობს გომელაური.