გოგაშვილი გომელაურთან პირად საუბრებს ასაჯორევებს - საქმე ეხება გახარიასა და კვირიკაშვილს

გოგაშვილი გომელაურთან პირად საუბრებს ასაჯორევებს - საქმე ეხება გახარიასა და კვირიკაშვილს

16-08-2022, 01:45 - 2022
2 854
       

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხეში შს მინისტრთან საუბარს იხსენებს.

გოგაშვილი დეტალურად ყვება, თუ რაზე ისაუბრებს მან და გომელაურმა.

საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე. მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხმაზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი. მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ, იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ. 

გომელაურმა მითხრა, თუ რატომ არ მიჩნდებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეუვარდნენ და ჩაუდეს კვირიკაშვილს და გახარიას. მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ჩემი საქციელის გამო და ბიძინა ივანიშვილის მხილების გამო ხდებოდა. 

საუბარი 30 წუთი გაგრძელდა. ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება
“, - წერს გოგაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები