„დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით სამარცხვინოა“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კითხვას: „ვინ დაიწყო ომი?“.
„მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით? დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა. დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა“, - აღნიშნა რიჟვაძემ.