ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

8-08-2022, 10:59 - 2022
1 210
       

„14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

ის აგვისტოს ომის 14-წლისთავს ეხმაურება. 

14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. 

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!
“, - წერს ღარიბაშვილი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები