ნაცვლიშვილი - „ოცნებისთვის“ შიშის მომგვრელია იმის გააზრება, რომ მათ ძალაუფლების დათმობა მოუწევთ

ნაცვლიშვილი - „ოცნებისთვის“ შიშის მომგვრელია იმის გააზრება, რომ მათ ძალაუფლების დათმობა მოუწევთ

11-02-2022, 15:34 - 2022
531
       

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ შიშს მომგვრელია იმის გააზრებაც კი, რომ მათ ძალაუფლების დათმობა მოუწევთ და მათი განცხადებები სწორედ ამ შიშით არის ნაკარნახევი.

„ქართული ოცნებისთვის“ პანიკის და შიშის მომგვრელია იმის გააზრებაც კი, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა და შესაბამისად, შიშით არის ნაკარნახევი ამ ტიპის განცხადებები. მაგრამ ფაქტია, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა და რაც არ უნდა შეეცადონ რომ თავისი განცხადებებით დათესონ საზოგადოებაში უიმედობა, ეს სტრატეგია ვერ გაამართლებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები