საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

11-02-2022, 15:06 - 2022
10 024
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

გარდა ამისა, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 

ასევე, 14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები