„ყველაფერს ვიტყვი“ - გამყრელიძეს თანამდებობა დაატოვებინეს

„ყველაფერს ვიტყვი“ - გამყრელიძეს თანამდებობა დაატოვებინეს
7-08-2022, 01:59 - 2022
2 499

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ა.წ უკვე ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირაში ვრცელ განცხადებას გააკეთებს.

გამყრელიძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა - რასაც ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაც მოჰყვა, სადაც მან დაადასტურა, რომ გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

ქვეყანაში ნომერ პირველი ინფექციონისტი გაუშვეს თუ წავიდა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ამ ყველაფერზე ამირან გამყრელიძე მომდევნო კვირას ისაუბრებს. 

არსებული ინფორმაციით კი, გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო. გახდა თუ არა ეს დაპირისპირება გადადომის მიზეზი ჯერ უცნობია.

დაავადებათა კონროლის ეროვნულ ცენტრს დროებით თამარ გაბუნია ჩაიბარებს.

გაბუნია დაპირისპირებას კატეგორიულად  გამორიცხავს.

გადაწყვეტილება იყო როგორც ვიცი ამირან გამყრელიძის მხრიდან მიღებული. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა გამყრელიძესა და აზარაშვილს შორის“, - ამბობს გაბუნია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა