„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე, ოკუპანტების დასაცავი განცხადების გასაკეთებლად დღეს მედიასთან მეორედ გამოჩნდა და თქვა, რომ ქსენოფობია გოიმობაა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი პარტნიორების მიერ ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიაა აგორებული.
„ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები არის დასაგმობი და ამაზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიის და შოვინიზმის საფუძველი. ის, რომ ვიღაც ცუდად იქცევა, ვერ გაამართლებს ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას, რომელიც არის აგორებული ნაცმოძრაობის და მისი პარტნიორების მიერ. ქსენოფობია არის გოიმობა, იმიტომ, რომ პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტებს. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელი რომ იყო, უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ. იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა“, - განაცხადა კობახიძემ.