როდის გამოჩნდება გიორგი გახარია საზოგადოებაში

როდის გამოჩნდება გიორგი გახარია საზოგადოებაში

11-02-2022, 14:50 - 2022
2 474
       

„საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია მედიასთან მალე გამოჩნდება.

მისი თქმით, გახარია პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია და მუშაობს.

„დაველოდოთ, ძალიან მალე. ჩვენ ვმუშაობთ, ამ ყველაფერს ვუდგებით სტრატეგიული მოთმინებით, რისი შედეგიც არის ის, რომ 7 მუნიციპალიტეტი ოპოზიციურია, აქედან სამში ჩვენი კანდიდატი არის თავმჯდომარე. ეს პროცესი გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ბატონი გიორგი გახარია მუშაობს, ჩართულია პროცესებში და რაც შეეხება მედიასთან პირდაპირ კომუნიკაციას, ესეც ძალიან მალე იქნება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა „ფორმულასთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები