მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი განცხადებას აკეთებს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი განცხადებას აკეთებს
11-02-2022, 14:20 - 2022
683

უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი უკრაინის პროკურატურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ეხმაურება.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ უკრაინის პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, რომელმაც მას ზიანი მიაყენა.

„დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ უკრაინის პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩადენილი იყო დანაშაული და რომ ამ დანაშაულით მას ზიანი მიადგა. გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, ვინ ჩაიდინა დანაშაული და რა სახის ზიანზეა საუბარი. ეს შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ფიგურანტ პირებს შეეცვალოთ სტატუსი და გახდნენ ეჭვმიტანილები. თუ იქნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ მაღალჩინოსნები აძლევდნენ მათ მითითებებს, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულის მონაწილეებად ჩაითვლებიან“, - განაცხადა „ფორმულასთან“ ევგენი გრუშოვეცმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა