„ოცნებიდან“ წასულებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს.
ამის შესახებ განდგომილებმა პარლამენტში საგანგებო განცხადების გაკეთებისას ისაუბრეს.
მათ თქვეს, რომ მოძრაობის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა იქნება.
შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ მათ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქცისაა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.
დღეს, 28 ივლისს კი მათ რიგებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.