„ქართულ ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

„ქართულ ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

29-07-2022, 00:22 - 2022
867
       

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს. 

ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტში გააკეთა. 

მისი თქმით, ტოვებს პარტიას და ფრაქციას, მუშაობას კი დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს პოლიტიკური პროცესები და გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილების მიმღები არის სწორედ საზოგადოება, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისათვის, რომ რაღაც საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები