„ენმ“ დავით ნარმანიას პარლამენტში იბარებს

„ენმ“ დავით ნარმანიას პარლამენტში იბარებს

11-02-2022, 13:20 - 2022
602
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას პარლამენტში იბარებს.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ ნარმანიამ კომუნალურებზე ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია უახლოეს პლენარულ სხდომაზე იბარებს სემეკის ხელმძღვანელს, დავით ნარმანიას, იმისთვის, რომ მან პოლიტიკურად პასუხი აგოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ტარიფების გაზრდას, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე ივანიშვილის ბიტკოინების დაფინანსებას, საშუამავლო კომპანიების გამდიდრებას, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები