„გირჩის" წევრი, სანდრო რექვიაშვილი ეჭვობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ვაშაძე მოისყიდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის ქმედებებს ეფუძნება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩაუდგა სათავეში.
„გამოვიდა ისე, რომ ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ვაშაძემ შეასრულა. ახლა, რატომ შეასრულა , იმიტომ, რომ უბრალოდ არ უნდა რომ ევროინტეგრაციოა მოხდეს? „ქართულ ოცნებასთან“ გარიგდა თუ რაღაც შეცდომა დაუშვა, მე, ბუნებრვია, არ ვიცი , მაგრამ ცხადია, რომ ასეთი ქცევა ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ მას რამდენიმე პარტიაც აჰყვა. ჩენ ევროპელებმა პირდაპირ გვითრეს, რომ ეს 12 პუნქტი თქვენ ერთად უნდა შეასრულოთ და ამ მომენტში, რომცა ძალიან კრიტიკული მომენტი დადგა, აღმოჩნდა, რომ მთელ პროცესს შლის. თან ჩვენ როცა ვცდილობდით კომუნიკაცია გვქონოდა, პირდაპირ დაპირისპირებაში შემოდიოდა. ჩატიდან გაგდება ჯერ იოსელიანის დააპირა, მერე ჩვენი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში , მისი ინიციატივით ხდებოდა და ჩენთვის გაუგებარია, რა დაემართა გიორგი ვაშაძეს ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ისეთი, რომ ასეთ პოზიციას იკავებს“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.