„იქნებ კულტურის სფეროში მოღვაწეებს, ვისაც ეკონტაქტება მათ ვთხოვოთ, რომ წულუკიანს დამაწყნარებლები მისცენ, რაღაც კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, კულტურის მინისტრის რიტორიკა ლანძღვა-გინებაზეა აგებული.
„კულტურის მინისტრია და მაშინაც ვუთხარი, რომ რატომ აქვს ეს რიტორიკა, ასეთი რაღაც აგრესიული, დაბოღმილი. რაღაცნაირად იქნებ კულტურის სფეროში მოღვაწეებს, ვისაც ეკონტაქტება მათ ვთხოვოთ, რომ დამაწყნარებლები მისცენ, რაღაც კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ ამ ადამიანს, დავამშვიდოთ რა. რა არის ეს ამხელა აგრესია, თუნდაც რაც ისმის ტელევიზიაში მისი მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.