21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპარლამენტარებს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება.
როგორც წყარო გვიყვება შეხვედრა ღარიბაშვილმა გააუქმა, რადგან დასავლელ პარტნიორებთან საუბარი არ სურდა.
აღნიშნულ ინფორმაციას სამთავრობო წყაროები კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა არც იმაზე საუბრობენ იყო თუ არა ჩანიშნული შეხვედრა პრემიერსა და დასავლელ პარტნიორებს შორის.
რაც შეხება ევროპარლამენტარების დელეგაციას, მათ ოფიციალური შეხვედრები უკვე დაასრულეს, რის შემდეგაც ისინი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.