„სტრატეგია აღმაშენებელი“ კარლ ჰარცელის მიმართ, „ქართული ოცნების“ თავდასხმებს გმობს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ჰარცელი საქართველოს მეგობარია.
„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას.
მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4 წლიანი გაწეული სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას.
ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და
ვუსურვოთ წარმატებები.
საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!“, - წერია პარტიის განცხადებაში.