„სააკაშვილი არ არის ჩემთვის საინტერესო”, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას.
ოხანაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თემა მისთვის სერიოზული არ არის.
„სააკაშვილი არ არის ჩემთვის საინტერესო. არ არის სერიოზული საკითხი, ვინაიდან ამ ადამიანს თავის დროზე ჩადენილი აქვს, სავარაუდოდ, დანაშაულები, როგორც საქართველოს მოქალაქეს, და შესაბამისად, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, გასამართლდება თავიდან ბოლომდე საქართველოს კანონმდებლობით და ვერცერთ ქვეყანას ვერ ექნება პრეტენზია სამართლებრივი, რომ რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა დააყენოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.