დავით არახამიას უსამშობლო ადამიანი უწოდა დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზარქუამ.
მისი თქმით, უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი, საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
„უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე და ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის. ეს არის ჩვეულებრივი, საგარეო მიმართულებით ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესიცაა, რამენაირად ეს ქვეყანა იყოს ომში ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ