ეკონომიკური ზრდა ჯიბეზე იგრძნო დიდმა ნაწილმა - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური ზრდა ჯიბეზე იგრძნო დიდმა ნაწილმა - ირაკლი კობახიძე

11-02-2022, 10:49 - 2022
1 245
       

„როდესაც ეკონომიკა იზრდება 10.6%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ 10.6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საშუალო ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ვინც იყო, ყველა ან თუნდაც უმრავლესობა, სიღარიბიდან ამოვიდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10.6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოდ. ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად, ვიღაცას საშუალოდ ეხება და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში 10.6% ეკონომიკის რეალური ზრდა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს საშუალოდ 10.6%-ით გაუუმჯობესდათ მდგომარეობა, მაგრამ ეს არის საშუალო“, - თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ადამიანების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო.

„ჯიბეზე იგრძნო ადამიანების დიდმა ნაწილმა, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო, იმიტომ, რომ 10.6% ნიშნავს ამას - ვიღაცამ საერთოდ ვერ იგრძნო, ვიღაცამ იგრძნო კარგად, ვიღაცამ იგრძნო საშუალოდ და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები