დეკემბრის ბოლომდე ომი ქვეყანაში და გარანტირებული კანდიდატის სტატუსი - კობახიძისეული თეორია

დეკემბრის ბოლომდე ომი ქვეყანაში და გარანტირებული კანდიდატის სტატუსი - კობახიძისეული თეორია

5-07-2022, 23:58 - 2022
935
       

„ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ თუ დეკემბრის ბოლომდე საქართველოში ომი დაიწყება, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი.

მან ისიც აღნიშნა, რომ თუ უკრაინაში დასრულდება ომი დეკემბრის ბოლომდე ემოციური ფონი მოიხსნება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვენ ამ სახით ვერ შევცვლით და არც შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ.

მე იმის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები