რატომ იცავს პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს სახელმწიფო დაცვა? - გასაიდუმლოებული საქმე

რატომ იცავს პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს სახელმწიფო დაცვა? - გასაიდუმლოებული საქმე

5-07-2022, 23:12 - 2022
1 096
       

პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს

მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორი დღის წინ, ქობულეთიდან შეკვეთილისკენ მიმვალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.

როგორც მშვენიერაძე ამბობს, პოლიციამ გზა გადაკეტა, ხოლო ქართველი ოლიგარქის ესკორტში სახელმწიფო დაცვის სამსახურის მანქანები იყვნენ.

საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო დაცვის სამსახური პოლიტიკოს, რომელიც თანამდებობას ტოვებს აღარ ემსახურება. მსგავსი კანონი შეეხო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

აღნიშნული კანონის ავტორი მმართველი გუნდია, რომელმაც კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერიც ჩაამატა, რომლის მიხედვითაც მთავრობა წყვეტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ რომელ მაღალჩინოსანს შეუნარჩუნონ დაცვა ან პირიქით.

„ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ არც უარყო ფაქტი, რომ არაფორმალურ მმართველს სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. მმართველ გუნდის წევრები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ რომ ფაქტს სამართლებრივი საფუძვლები აქვს, თუმცა როგორი - ამას არ აკონკრეტებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები