თბილისში ამერიკელ ტურისტს ეძებენ. ალექს ლოიო ბოლოს სასტუმროში 8 თებერვალს დაბრუნდა, ნივთები აიღო და წავიდა. ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
„ბოლოს 8-ში მოვიდა, ნივთები აიღო, ღამე იყო უკვე, ნივთები წაიღო და წავიდა ნათესავი რომ ეძებდა, ვერ ვუკავშირდებიო მე ყველაფერი ვუთხარი. რადგან ამერიკის მოქალაქეა, ეტყობა დაურეკა ამერიკის საელჩოს, იმათ პოლიციას და დაიწყო ძებნის პროცესი“, - განაცხადა Bridge Boutiques Hotel-ის ხელმძღვანელმა, ხათუნა კაკულიამ „მთავარ არხთან“.