კობახიძე გახარიაზე - მძიმე პოლიტიკურ კონდიციაშია

კობახიძე გახარიაზე - მძიმე პოლიტიკურ კონდიციაშია

11-02-2022, 09:15 - 2022
1 135
       

„ჩრდილი არ ჰქვია, სადაც გიორგი გახარიაა გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, გახარია იძულებული გახადეს შესულიყო ისეთ თამაშში, საიდანაც ვერავითარი ფორმით ღირსეულად ვერ გამოვიდოდა. 

„წარმოიდგინეთ, რომ ხართ აგენტი, რომელიც ღირსებაზე ვეღარ ფიქრობს, მას აქვს ყოველგვარი გზა მოჭრილი რელსებისკენ - ეს არის გახარიას მდგომარეობა. თბილისში რა გააკეთებინეს? - ბრინჯაოს ვერცხლისთვის იბრძოდა, მეორე ადგილს, რომ ვერ ეღირსებოდა, ზუსტად იცოდა, მეორე ადგილზეც არაა საუბარი, 7-ჯერ გაასწრო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში. ამ დონეზე, რომ ღირსებას შეგილახავენ შენი უფროსები, იქ ბუნებრივია, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე და ვერც ვერაფერზე. ეს არის გახარიას დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები