ტელეკომპანია „იმედი“ ბოდიშს იხდის შეცდომის გამო, რომელიც სიუჟეტის - „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ წარდგენისას 9 თებერვალს „ქრონიკის“ 20 საათიან გამოშვებაში დაუშვა.
სიუჟეტის წარდგენისას, ეკრანზე გამოჩნდა ფოტო სომხური წარმოების რძის პროდუქტის, „მაცუნის“ ბოთლით, რომლის ეტიკეტზეც ქართულად აწერია „მაცუნი“, ხოლო სომხურად „ყარაბაღი აზერბაიჯანია, ტოლმაც აზერბაიჯანულია“.
„სიუჟეტის ეს ნაწილი, ამოღებული იქნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან, წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო“, - წერია „იმედის“ განცხადებაში.