გორის ბაზარში, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი შეაყარეს

გორის ბაზარში, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი შეაყარეს

30-06-2022, 19:35 - 2022
702
       

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს მმართველმა პარტიამ პარტაქტივი დაახვედრა. 

გორში, მოსახლეობასთან ბაზარში შეხვედრისას, „ქართული ოცნების“  წევრები თავს „ლელოს“ ლიდერებს დაესხნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი შეაყარა. 

ამის შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გადაინაცვლეს, სადაც „ქართული ოცნების“  წევრებმა შეხვედრის ჩაშლა ისევ სცადეს, განსაკუთრებით კი ყოფილი გამგებელი, კახა ედიშერაშვილი აქტიურობდა. მან „ლელოს“  წევრებს აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები