სოზარ სუბარი საგანგებო განცხადებას აკეთებს

სოზარ სუბარი საგანგებო განცხადებას აკეთებს

29-06-2022, 23:58 - 2022
1 272
       

მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განცხადება გააკეთა.

მისი განცხადებით, რეზოლუციას, რომელსაც 308 დეპუტატი აძლევს ხმას, მას დიდი ძალა აქვს.

როდესაც ვამბობთ, რომ 308 დეპუტატი აძლევს ხმას აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, ბუნებრივია, რომ ეს არის სერიოზული ძალა, ეს არ არის ერთადერთი ძალა... 

ეს დაადასტურა თუნდაც იმან, რომ 200-ზე მეტმა დეპუტატმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც მოდი ასე ვთქვათ - დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადალაგება, როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ 2023 წელს, ან 2024 წელს არავინ იცის, აი, ამ გადალაგებაში ყველას უნდა რომ შეინახოს თავისი ქვეყანა, გადაარჩინოს, მაგრამ ეს გადალაგება რომ სწრაფად მოხდეს, ამისთვის თუ ახლა ვიღაცა ომში ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოხდება ეს გადალაგება და ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ეს არის ჩვენი მიზანი
“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები