„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა.
ამ თემაზე ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„გადმორიცხვასთან დაკავშირებით შეფერხება] ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება, ამიტომაც ერთ-ერთ ეთერში გამოვიყენე ასეთი სიტყვათა წყობა, რომ ფაქტობრივი სანქციები მეთქი და ეს დავასაბუთე სწორედ იმით, რომ როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს არის გამოუცხადებელი ფაქტიური სანქციების პირობებში. [ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის ივანიშვილი] ხომ, ეს შეიძლება იყოს ხატოვანი, ლიტერატურული, მაგრამ ეს ძალიან ზუსტად ასახავს იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.