სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიასა და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამისი მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითრათ გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რაზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდსში არ არის საკმარისი იმისათვის რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს მათი აზრით.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ამისათვის სჭრდებათ თავისუფალი პოლიტიკური მანდატი“, - თქვა მდინარაძემ.