ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

27-06-2022, 13:40 - 2022
832
       

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში გემი სანქცირებულ კომპანიისგან მიღებული ტვირთით შემოვიდა. 

მისივე განცხადებით, საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

დიახ, მოგახსენებთ, ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები