„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
მისი განცხადებით, ივანიშვილი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ის პოლიტიკაში არ ჩარეულა.
„ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. ეს მოხდა დაახლოებით 1,5 წლის წინ და იმის შემდეგ არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში.
აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ“, - განაცხადა კობახიძემ.