პარტია „გირჩი“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - არ უერთდება

პარტია „გირჩი“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - არ უერთდება

25-06-2022, 20:09 - 2022
1 208
       

პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია 24 ივნისის აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს არ ეთანხმება.

მან პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს.

ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ ის გესმის, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია. რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის [მთავრობის] შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი, რატომ ვენდობით და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები