„ლელო“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - უერთდება

„ლელო“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - უერთდება
25-06-2022, 19:40 - 2022
407

„ლელო“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.

ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც მოგვეცა, უნდა იყოს წლის ბოლომდე გამოყენებული. ამიტომ ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული. კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამისთვის ერთადერთი გზა არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, როგორსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობ
ა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა