„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - უერთდება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქალაქეების მოთხოვნას - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - უერთდება
25-06-2022, 19:35 - 2022
597

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სამოქალაქო მოძრაობის მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.

ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ესაა აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა. მაგრამ, ამასთან, დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამიტომ, გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა