შურისძიება შვილის მკვლელობის გამო? - ვინ დაუკვეთა ცნობილი ბიზნესმენის მკლელობა, რომელიც თბილისში მანქანაში ჩაცხრილეს

შურისძიება შვილის მკვლელობის გამო? - ვინ დაუკვეთა ცნობილი ბიზნესმენის მკლელობა, რომელიც თბილისში მანქანაში ჩაცხრილეს

25-06-2022, 14:23 - 2022
3 256
       

თბილისში, ბაგებში ქართველი ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას მკლელობის შესახებ ახალი ვერსიები გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მისი მკლელობა ნიკო კვარაცხელიას მამამ გია კვარაცხელიამ დაუკვეთა.

როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლევან კაჭარავა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრლდებულებთან ახლო კავშირში იყო და მათ აფინანსებდა.
ამასთან ლე­ვან კა­ჭა­რავა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და და დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ „ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. 
გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. 
როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. 
კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდო
ს“, - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები