სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს

სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს

25-06-2022, 13:54 - 2022
661
       

„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. 

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან
“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები