მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

24-06-2022, 12:50 - 2022
952
       

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხზე გააკეთებს განცხადებას ღარიბაშვილი, თუმცა სავარაუდოდ, ბრიფინგის თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭომ გუშინ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები