საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩაშვილი ევროკავშირის გადწყვეტილებას ეხმაურება.
ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს!“, - წერს ილია დარჩიაშვილი.