თბილისის ნაწილს ორი დღით წყალმომარაგება შეუწყდება - იხილეთ დეტალურად

თბილისის ნაწილს ორი დღით წყალმომარაგება შეუწყდება - იხილეთ დეტალურად

23-06-2022, 13:21 - 2022
980
       

ხვალ, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18- 22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I- IV კვარტალებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელეს, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - გლდანის I-IV და “ა” მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

ჩუღურეთის რაიონში - ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები