ქუთაისში წყვილს 28 -წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“ ავრცელებს.
„ისეთი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ, გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ:
„კლინიკა ბომონდში“ წყვილს 28 -წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა. ნანატრი ნიკოლოზ ხიდაშელი ამ ქვეყანას საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრული შემადგენლობა ზრუნავს“, - წერს კლინიკა