„დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს გამონებდა“ - სამადაშვილი ღარიბაშვილზე

„დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს გამონებდა“ - სამადაშვილი ღარიბაშვილზე
22-06-2022, 19:18 - 2022
607

„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ღარიბაშვილის გამოსვლა დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს გავდა.

განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა, უკიდურესად განრისხებულია. რეალურად რაც მოხდა, საზოგადოებამ რომ გაიგოს, აი ეს ადამიანი [ღარიბაშვილი] ჩავიდა ბრიუსელში იმის წინ აქ რომ მოვიდა და მორიგ ჯერზე ბევრი ტყუილი, რომ გვესაუბრა. მაშინ ვკითხე რომ გაეცნო საზოგადოებისთვის იმ პრობლემების სია, რომელიც გადასცეს მას ევროკავშირში და უთხრეს, რომ ეს თუ არ მოგვარდება, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს. მან განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი სია არავის არ მიუცია, ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა თავად ევროკომისიამ და ხვალ დაამტკიცებს ევროპული საბჭო. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს ოლიგარქიული რეჟიმის ქვეყანაში, არ იყო ამ ჩამონათვალში სანამ, ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში და რომ დაბრუნდა, როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა. ისე მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა დღეს ბატონი ბიძინა არის თქვენზე გარისხებული, ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ ეს სპექტაკლი და ამას ყველაფერს გასცემს პასუხს ქართველი ხალხი, 160 ათასი ხომ გამოვიდა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა