პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო

22-06-2022, 18:38 - 2022
1 788
       

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. 

განცხადება პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, ამდენად ადამიანების უფლებების შეზღუდვას, ვიყენებ იმიტომ რომ ეს იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები. ვიცი ეს დაძლეული იქნება, და არ შეცვლის შინაარსობრივად. ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი რატომ ვდებ ვეტოს - ეს პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი, არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები