გამყრელიძე განმარტავს, როდის დაიწყება კოვიდ შემთხვევების კლება

გამყრელიძე განმარტავს, როდის დაიწყება კოვიდ შემთხვევების კლება
10-02-2022, 18:45 - 2022
6 784

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, დიდი ალბათობით, მომდევნო კვირიდან კორონავირუსის შემთხვევების კლება დაიწყება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა ვირუსის გავრცელების პიკში ვართ და ეს პიკი ქვეყანამ თითქმის გაიარა.

„ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა