სერგეენკო 20 ივნისის აქციაზე: მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

სერგეენკო 20 ივნისის აქციაზე: მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა
21-06-2022, 12:35 - 2022
522

„მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი დავით სერგეენკო 20 ივნისის აქციას.
 
მან ასევე აღნისნა, რომ აქციაზე მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა.
 
გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ეს გზა, ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენლობას, იყო, ალბათ, რაღაც ნაწილი აქ, პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, რომ გამოეხატა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა